ალჟირში ასობით მოქალაქე მოქმედი პრეზიდენტის, ადელაზიზ ბუტეფლიკის გადაწყვეტილებას – მეხუთე ვადით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპროტესტებს.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Reuters” ავრცელებს.
ასობით სტუდენტი ალჟირის უნივერსიტეტთან შეიკრიბა, ისინი აქციაზე ლოზუნგით “ბუტეფიკ წადი”გამოდიან.
ალჟირში და სხვა ქალაქებში ანტისამთავრობო აქციებში, ძირითადად, ახალგაზრდები და მათი ოჯახები იღებენ მონაწილეობას, მათ შორის მოხუცებიც. ისინი 81 წლის მოქმედ პრეზიდენტს, აბდელ აზიზ ბუტეფლიკისგან მეხუთე ვადით კენჭისყრაზე უარის თქმას მოითხოვენ.
როგორც ცნობილია, ბუტეფლიკი, რომელიც ალჟირს 1999 წლიდან მართავს, 2013 წელს გადატანილი ინსულტის შემდეგ, საჯაროდ მხოლოდ რამდენჯერმე გამოჩნდა.