საოკუპაციო ხაზთან დაკავებული გულადი ხუბუა გაათავისუფლეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, საოკუპაციო ხაზთან დაკავებული გულადი ხუბუა გაათავისუფლეს.

ცნობისათვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან სოფელ შამგონის მკვიდრი გულადი ხუბუა გუშინ დააკავეს. დაკავებული სავარაუდოდ, გალის იზოლატორში იმყოფებოდა. მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებული იყო ყველა შესაბამისი უწყება და ორგანიზაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები