მთავრობა 180 პიკაპის შესაძენად 12 195 000 ლარის დახარჯვას გეგმავს

მთავრობა 180 პიკაპის შესაძენად 12 195 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. ტენდერი შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე დღეს განთავსდა.
გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პიკაპი, რომელსაც მთავრობა შეისყიდის, 2018 წლიდან წარმოებული, ახალი, განბაჟებული, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო უნდა იყოს. „კონსოლიდირებულ ტენდერის ფარგლებში,შესაძლებელია, შეთავაზებულ იქნას ნებისმიერი ფერის ავტომობილი (გარდა შავისა),“ – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმდება ორი ხელშეკრულება. ერთი – ავტომობილის სახელმწიფო შესყიდვაზე, ხოლო მეორე – ავტომობილის ტექმომსახურების შესყიდვის მიზნით. სპეციალიზებული პარამეტრების მიხედვით, საგარანტიო პერიოდი 3 წლის ვადით განისაზღვრება. წინადადებების მიღება 5 მარტიდან 6 მარტამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები