გურამიშვილის გამზირზე 9000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება სამშენებლო კომპანიის მიერ გაზის მილის დაზიანების გამო შეუწყდა

გურამიშვილის გამზირზე სამშენებლო კომპანია „დინ გრუპის“ მიერ წარმოებული მიწის გათხრითი სამუშაოების შესრულებისას, დაზიანდა საშუალო წნევის 450 მმ-იანი გაზსადენი, რის შედეგადაც 9000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა – ამის შესახებ ნათქვამია კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ბრიგადები. აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენის პროცესი ხვალ დილიდან დაიწყება. გთხოვთ, არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები.
ონკანები იქონიეთ დაკეტილ მდგომარეობაში. დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში – 2404004 – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები