სემეკმა მუხიანი 2-ის დასახლებაში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების საინვესტიციო პროგრამა განიხილა
სემეკმა პირველი მარტის საჯარო სხდომაზე, მუხიანი II-ში წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგების თაობაზე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საინვესტიციო პროგრამა განიხილა.
წარმოდგენილი საინვესტიციო პროგრამის შესაბამისად, მუხიანი II-ის წყალმომარაგების ქსელზე დაზიანებების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება, შესაბამისად შემცირდება წყალმომარაგების შეზღუდვების რაოდენობა და არეალი. დამონტაჟდება 3 წნევის რეგულატორი, 30 ჩამკეტი ურდული, ასევე, მოეწყობა 11 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელი. სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს დასრულდება.
„კომისიამ მუხიანი II-ში არსებული პრობლემური საკითხის შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო. გარდა ამისა, დასახლებაში სასმელი წყლის ხშირად დაწყევტის გამო, მაღალი იყო მოქალაქეთა მომართვიანობა კომისიის Facebook გვერდზე და ქოლცენტრშიც.
კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 16 216, ისე სემეკის Facebook გვერდზეც“,- აცხადებენ სემეკში.