პრეზიდენტის ადმინისტრაცია: სხვა უწყებაში გადასვლის გადაწყვეტილება ალექსი ბარბაქაძემ იანვარში მიიღო
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის, მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ალექსი ბარბაქაძე, რომლის საკითხიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე რეორგანიზაციის პირობებშიც იხილებოდა, სხვა საჯარო დაწესებულებაში გადავიდა.
როგორც „კვირას“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, აღნიშნული გადაწყვეტილება ალექსი ბარბაქაძემ ჯერ კიდევ იანვარში მიიღო.
„როგორც ცნობილია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია 2018 წლის 31 დეკემბერს გამოცხადდა, შესაბამისად, რეორგანიზაციის ფარგლებში ალექსი ბარბაქაძის საკითხიც უნდა განხილულიყო, თუმცა, მან შემოთავაზება მიიღო სხვა საჯარო სამსახურიდან და გადაწყვეტილება მიიღო“, – განმარტავენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი ალექსი ბარბაქაძე ამჟამად მუშაობას ინფრასტუქტურის სამინისტროში აგრძელებს.