ვენაში გაუჩინარებული ქართველი სტუდენტი ფლორენციაში იპოვეს
ვენაში გაუჩინარებული ქართველი სტუდენტი ანრი ლომიძე, ფლორენციაში იპოვეს – ამის შესახებ მისი ერთ-ერთი მეგობარი ზურა გორგაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე ინფორმაციით, ანრი ლომიძე ჯანმრთელად არის და ფლორენციაში იმყოფება.
შეგახსენებთ, 28 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ვენაში ქართველი სტუდენტი დაიკარგა.
არსებული ინფორმაციით, ანრი ლომიძე ავსტრიაში ორ უკრაინელ სტუდენტთან ერთად ცხოვრობდა. უკრაინელ სტუდენტებსა და ლომიძეს შორის მცირე კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც ქართველმა სტუდენტმა უცხოელ მეგობრებთან ერთად ნაქირავები ბინა დატოვა. სწორედ ამის შემდეგ ეძებდნენ ქართველ სტუდენტს.