ეკა ბესელია: პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცესი არ დამიწყია, თუ დავიწყებ, ბოლომდე მივიყვან

დეპუტატ ეკა ბესელიას თქმით, მას პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის პროცესი ჯერ არ დაუწყია, თუმცა როგორც მან აღნიშნა, თუ ამას დაიწყებს, დაასრულებს კიდევაც.
​მისივე განცხადებით, მის მიერ წამოწყებულ საქმეზე შედეგი ყოველთვის დგება.
„ვისაც არასერიოზულად მიაჩნია, ერთ მშვენიერ დღეს არ აღმოაჩინოს, რომ ეს უფრო სერიოზულია, ვიდრე ჰგონიათ. ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის პროცესი არ დამიწყია, თუ დავიწყებ, ბოლომდეც მივიყვან, რადგან რასაც ვიწყებ, ბოლომდე მიმყავს, ამიტომ ნუ წამაქეზებენ. ვიცი, როდის რა ნაბიჯი გადავდგა. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ შუა გზაზე არასდროს ვჩერდები და ფინალშიც ისე გავდივარ, რომ შედეგი დგება. წინ არის ახლა რამდენიმე მნიშვნელოვანი კენჭისყრა, რომელიც ეხება კანონპროექტებს, როგორ მოხდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები