თბილისში ქალაქგეგმარების საკითხებზე საერთაშორისო ფორუმი გაიმართება
1-2 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ფორუმს – “მიწათსარგებლობა და ურბანული დაგეგმარების პრაქტიკები ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების ქალაქებში” – უმასპინძლებს. დაგგემილი ფორუმის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ურბანისტამ ელენა დარჯანიამ ისაუბრა.
მისი თქმით, წლევანდელი ფორუმი ეძღვნება ქალაქგეგმარების საკითხებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების კონტექსტში.
“ფორუმი ტარდება შოთა რუსთველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, გრანტის ფარგლებში. ეს არის სამეცნიერო-ინტერდისციპლინური ღონისძიება. ჩვენ ველოდებით ამ დარგში წამყვან სპეციალისტებს, მეცნიერებს, საჯარო მოხელეებს. ვიმსჯლებეთ ქალაქებზე, ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების მაგალითზე. ფორუმის სახელწოდებაა „მიწათსარგებლობა და ურბანული დაგეგმარების პრაქტიკები ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების ქალაქებში“. აქედან გამომდინარე ფუკუსს ძირითადად, ამ რეგიონზე გავაკეთებთ ვიმსჯლებეთ იმაზე, თუ რა ადგილობრივი თავისებურბები ახასიათებს ქალაქგეგმარებას, ქალაქებს, როგორ ვითარდება, ვინაა პასუხისმგებელი ურბანულ დაგეგმარებაზე, რა განსხვავებებია ქალაქმგეგმარებელსა და პოლიტიკოსს შორის, რომელიც საქალაქო პოლიტიკას ავითარებს . ვინ მონაწილეობს, რა მომიჯნავე დარგების სპეციალისტები უნდა იყვნენ წარმოდგენილი იმისთვის, რომ ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაცია სრულყოფილი იყოს . როგორ უნდა მოვამზადოთ ასეთი სპეციალისტები. ცალკე შევეხებით განათლების საკითხებს. ხშირად ისმის სეკითხვები – გვყავს , თუ არა ქალაქმგეგმარებლები, სხვა დარგის სპეციალისტები არიან, თუ არა პორფესიონალები . ერთერთი სესია სწორედ ამას დაეთმობა და ვიმსჯელებთ იმაზე, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს დიპლომირებული სპეციალისტი.
წარმოდგენილი იქნება ორი პლენარული მოხსენება. პირველ დღეს გახნის არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე დავით აბულაძე , რომელიც ისაუბრებს ქალაქის განზომილებებზე. მეორე დღეს გახსნის ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორი მაიკლ ჯენტილე . ის ისაუბრებს ევროპეიზაციის ურბანულ განზომილებებზე.
იქნება 4 პანელური დისკუსია, მას დაესწრებიან როგორც დამსახურებული არქიტექტორები, ასევე ამ სფეროს წამყვანი სპეციალისტები. იქნება საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენელიც, იქნებიან პოლიტიკოსები, დედაქალაქის ყოფილი მერი დავით ნარმანია და ქუთაისის ყოფილი მერი შოთა მურღულია. ველოდებით, რომ ძალიან საინტერესო დისკუსია იქნება“- განაცხადა ელენა დარჯანიამ.