ლოჯისტიკური ინფორმაციული სისტემების მოხსენებების კურსი დაიწყო (ფოტოკოლაჟი)

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის პერსონალისთვის „ლოჯისტიკური ინფორმაციული სისტემების მოხსენებების“ (LOGREP) კურსი იმართება.
„სემინარი მიზნად ისახავს ლოჯისტიკური კუთხით პერსონალის მომზადებასა და იმ სტანდარტებთან მიახლოებას, რომელიც ნატოს მიერ წარმოებულ საერთაშორისო სწავლებებსა თუ საბრძოლო და სამშვიდობო ოპერაციებშია დანერგილი“,- აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
ტრენინგთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის ძალებს პირველად უნგრეთის რესპუბლიკიდან მობილური საწვრთნელი ჯგუფი ესტუმრა. ოთხდღიანი კურსის განმავლობაში უნგრელი ინსტრუქტორები ქართულ მხარეს გამოცდილებას გაუზიარებენ და ლოჯისტიკური ინფორმაციული სისტემების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები