მამუკა ხაზარაძე: კატეგორიულად არ ვეთანხმები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას, რომ რაიმე ზიანი შეიძლება მიყენებოდა აქ გამოსვლით

„კატეგორიულად არ ვეთანხმები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას, რომ რაიმე ზიანი შეიძლება მიყენებოდა აქ გამოსვლით“ – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან მას შემდეგ განაცხადა, რაც კომიტეტის სხდომა, რომელზეც ის და ბადრი ჯაფარიძე უნდა გამოსულიყვნენ, ჩაიშალა.
მისივე განმარტებით, იგი პარლამენტში მივიდა როგორც კერძო ბიზნესმენი და საკითხი ეხება „თიბისი ბანკის“ რეპუტაციას.
„კატეგორიულად არ ვეთანხმები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას, რომ რაიმე ზიანი შეიძლება მიყენებოდა აქ გამოსვლით. ჩვენ აქ არ ვართ, როგორც კერძო ბიზნესმენები, საკითხი არ ეხება მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, აღარ ეხება „თიბისის“. ეს ეხება ქვეყნის რეპუტაციას, მის სტაბილურობას და თუ თქვენ მოიკითხვათ, მსოფლიოს ნებისმიერ სააგენტოში, რა ინფორმაციაც გადის საქართველოზე, ჩვენ უკვე ასოცირებული ვხდებით რაღაც ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ აბსურდულ ბრალდებებთან. მე ბოლო ერთი თვის განმავლობაში შეხვედრები მაქვს ყველა წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან და ეს არის ნომერი პირველი სალაპარაკო თემა. სამწუხაროა, მაგრამ უკვე კომენტარები მიდის, რომ საქართველო მიდის სხვა მიმართულებით, ეს არის ცუდი მოსასმენი“,- განაცხადა ხაზარაძემ.
ცნობისათვის, გუშინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ
საქართველოს ეროვნული ბანკი პარლამენტში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული საკითხის განხილვის წინააღმდეგია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები