მამუკა მდინარაძე: თუ რომელიმე ადამიანი, ჩვენი გუნდის წევრიც რომ არ იყოს, შემოგვთავაზებს ლეგიტიმურ გზას, რომ სასამართლო იყოს უფრო დამოუკიდებელი, ასეთ საკითხებს განვიხილავთ

თუ რომელიმე ადამიანი, ჩვენი გუნდის წევრიც რომ არ იყოს, შემოგვთავაზებს ლეგიტიმურ გზას, რომ სასამართლო იყოს უფრო დამოუკიდებელი და ნებისმიერი წინადადება, რომელიც შესაძლებელია, ემსახურებოდეს საკითხის რაციონალურად გადაჭრას, ასეთი საკითხები იქნება განხილული, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„უმრავლესობის სახელით დღეს გამოვიდნენ თამარ ხულორდავა და თამარ ჩუგოშვილი. ორივე მათგანის გამოსვლა იყო ძალიან რაციონალური. მათ დააყენეს ისეთი საკითხები, რომლის განხილვაც შესაძლოა, იყოს მიზანშეწონილი და შესაძლებელია, ამას მივყავდეთ იმ ლეგიტიმურ მიზნამდე, რაზეც ასეთი ემოციებით საუბრობენ ჩვენი კოლეგები.

აქედან გამომდინარე, თუ რომელიმე ადამიანი, ჩვენი გუნდის წევრიც რომ არ იყოს, შემოგვთავაზებს ლეგიტიმურ გზას, რომ სასამართლო იყოს უფრო მეტად დამოუკიდებელი, ნებისმიერი წინადადება, რომელიც შესაძლებელია, ემსახურებოდეს საკითხის რაციონალურად გადაჭრას და ემსახურებოდეს მიზანს, რომ სასამართლო მეტად დამოუკიდებელი იყოს, ასეთი საკითხი იქნება განხილული“,- განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები