ბესელია კობახიძეზე: ჩვენ რომ „ნაცმოძრაობას“ ვებრძოდით, ამ სიტყვების ავტორი გოგლი-მოგლს მიირთმევდა

ჩვენ რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვებრძოდით და ტყვიების ზუზუნში ვიდექით, ამ სიტყვების ავტორი გოგლი-მოგლს მიირთმევდა და ჭუჭრუტანიდან გვიყურებდა, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
“ჩვენ რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვებრძოდით და ტყვიების ზუზუნში ვიდექით, ამ სიტყვების ავტორი გოგლი-მოგლს მიირთმევდა და ჭუჭრუტანიდან გვიყურებდა, გადავრჩებოდით თუ არა. გოგლი-მოგლზე გაზრდილი პატარა ბიჭები თავს უფლებას რომ აძლევენ და ასეთი ტონით ლაპარაკობენ, აი, ამის პასუხს მიიღებენ დღეს, ჩემს ბოლო დასკვნაში. ადამიანი, რომელიც თვლის, რომ ადამიანები, რომლებიც გუშინ დანაშაულს ჩადიოდნენ, დღეს გასხივოსნდნენ, მორალურად ზუსტად იქ დგას, სადაც ის ადამიანები იდგნენ, ვისაც ვებრძოდით“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
კონსენსუსი ლევან გოგიჩაიშვილსა და “ნაცმოძრაობას” შორის არის ძალიან ნიშანდობლივი“, – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ არის კონკრეტული პოლიტიკური მოცემულობა. ეს კონსენსუსი ამ დარბაზში, რომელიც არის ჩამოყალიბებული უმრავლესობის რამდენიმე წევრს და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, მეტყველებს აბსოლუტურად ყველაფერზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები