გიორგი ტყემალაძე და თამარ ტალიაშვილი UNICEF-ის წარმომადგენელს შეხვდნენ (ფოტოკოლაჟი)

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს (UNICEF) ღასან ხალილს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად განხორციელებული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები დასახეს. საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს ღასან ხალილს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით UNICEF- ის მიერ განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას. მისი თქმით, გაეროს დახმარებით საქართველოში სკოლამდელი განათლების რეფორმის კუთხით მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა.
„UNICEF- ის მიერ ბოლო წლებში გაწეული დახმარების შედეგად ისეთი რეფორმები განვახორციელეთ, რომლებიც ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით წინგადადგმული ნაბიჯია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, თანამშრომლობა საბავშვო ბაგა-ბაღებში საგანმანათლებლო მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, რომლის მიმდინარეობისას ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტი შემუშავდა. UNICEF-თან თანამშრომლობით მიმდინარეობდა თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის პროექტი, რომლის ფარგლებშიც , 2017 წელს საკრებულოში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა და მუნიციპალური რეგულაციების პროექტები შემუშავდა”,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა (UNICEF) ღასან ხალილმა ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები