სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ანგელა მერკელს შეხვდება

დღეს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღის პირველ ნახევარში დაგეგმილია აუდიენცია გერმანიის პრეზიდენტთან და შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც საქართველოსა და გერმანიის პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ვიზიტის ბოლოს სალომე ზურაბიშვილი ანგელა მერკელთან გამართავს შეხვედრას და შემდეგ დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია.
ვიზიტის მიზანი ევროკავშირსა და ნატო-სთან ურთიერთობების გაღრმავებაა.
მანამდე საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს სტუმრობდა. ელისეს სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები