ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენი ქვეყნის საგარეო ფორმატში უმთავრესი ელემენტი არის დეოკუპაცია და ჩვენი ქვეყნის მთლიანობის აღდგენა

გერმანიაში მამუკა ბახტაძის ვიზიტი სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა ,,მაესტროსთან” შეაჯამა.

მისი განმარტებით, საგარეო მიმართულებით საქართველოს ხელისუფლება პროაქტიულ პოლიტიკას ატარებს, რასაც თავისი შედეგები მოაქვს.

„სამი დამოუკიდებელი ღონისძიება იყო ამ ორი დღის განმავლობაში ისეთი, რომელიც უშუალოდ საქართველოს ეხებოდა. ეს პირველ რიგში გახლდათ პანელი, რომელში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ და საუბარი იყო აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოებაზე. ასევე იყო სპეციალური მრგვალი მაგიდა, რომელზეც ვისაუბრეთ პერსპექტივებზე და იმ განვლილ გზაზე, რომელიც საქართველოს გააჩნია ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით… კონფერენციის ყველა მონაწილისთვის ნათელია, რომ ევროპის უსაფრთხოება წარმოუდგენელია შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე. ამ შავი ზღვის რეგიონში საქართველოს გააჩნია უნიკალური პოზიცია და ასევე, სამწუხაროდ გააჩნია მძიმე პრობლემები, რომლებიც დეოკუპაციასთან არის დაკავშირებული. ყველა მხრიდან დაფიქსირდა სრული მხარდაჭერა ჩვენი არაღიარების პოლიტიკის მიმართ“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მიუნხენში რიგით 55-ე კონფერენცია 16-17 თებერვალს ჩატარდა. ქართულ დელეგაციას პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები