ზვიად კვაჭანტირაძე ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის თავმჯდომარეს შეხვდა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ზვიად კვაჭანტირაძე ნიუ-იორკში მოღვაწე ქართული დიასპორის წარმომადგენელს, ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის თავმჯდომარეს, ელზა აბელაშვილსა და თსუ-ის ქართული ემიგრაციის მუზეუმის ხელმძღვანელს, საქართველოში ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის წარმომადგენელს, რუსუდან კობახიძეს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ორგანიზაციის – ,,ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის“ სამომავლო გეგმებზე, რომლის მიზანია სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტული ემიგრანტების კონსოლიდაცია, რაც ჩვენი ქვეყნის იმიჯის ამაღლებას ხელს შეუყწობს იმ ქვეყნებში, სადაც ისინი ცხოვრობენ.

მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს ეკონომიკურ პროექტებზე, რომელიც მხარდაჭერას მოითხოვს.

,,ემიგრაციის შიგნით დაბადებული გარკვეული ეკონომიკური პროექტები არსებობს, რომელიც მხარდაჭერას მოითხოვს. შევთანხმდით, რომ თუ ეს პროექტები იქნება წარმოდგენილი, ჩვენ მას აუცილებლად განვიხილავთ და შეძლებისდაგვარად მხარს დავუჭერთ. მთავრობას ამ პროექტების მხარდასაჭერად რეკომენდაციას მივცემთ, იმ პროგრამების ფარგლებში, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო და მთავრობა ახორციელებს,“- განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ივნისში, ნიუ-იორკში, ჟურნალის ,,ემიგრანტის ხმა“ პრეზენტაცია და ქართულ-ამერიკული გამოფენა გაიმართება.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები