ირაკლი კობახიძე რომან გოცირიძეს: ბატონო რომან, 7 არ არის, 7-ზე მეტია (ვიდეო)

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთი განსახილვევლი საკითხი სალომე სამადაშვილის ნდობის ჯგუფის წევრად წარდგინებას ეხებოდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, აღნიშნა, რომ იურიდიულ პრობლემას ჰქონდა ადგილი, რადგან 7 ადამიანის მიერ წარდგენა საკმარისი არ იქნებოდა.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ, ვერ მოხდებოდა საკითხის განხილვა.
„ეს კანონის არასწორი ინტერპრეტაციაა, ნახევარზე მეტი არ წერია, იქ არის დარჩენილებიდან უმეტესი და არა ნახევარზე მეტი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
რაზეც კობახიძემ უპასუხა: „შარშან უმეტესზე მეტი იყო ნახევარზე მეტი და ახლა ქართული ენის განმარტებაში ვერ შევალთ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები