ცენტრი, რომელიც ახალგაზრდებს ოჯახების შექმნაში დაეხმარება, დარეგისტრირდა – კვიციანი ანგარიშის ნომერს აქვეყნებს

არასამთავრობო ორგანიზაცია “ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი”, რომელიც ახალგაზრდებს ოჯახების შექმნაში ფინანსურად დაეხმარება, საჯარო რეესტრმა უკვე დაარეგისტრირა.
შესაბამისი დოკუმენტის ამსახველ ფოტოს და ბანკის რეკვიზიტებს, “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატი ემზარ კვიციანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ავრცელებს.
“ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი”. ს/კ 412744222; გახსნილია ანგარიში ლარში, დოლარში და ევროში. ანგარიშის ნომერია GE45TB7204736080100010 ;”, -წერს ემზარ კვიციანი.
როგორც ემზარ კვიციანმა “კვირასთან” საუბარში აღნიშნა, ცენტრი ასევე მზადაა ფინანსების გათვალისწინებით, თანადგომა და დახმარება გაუწიოს ფინანსურად შეჭირვებულ, მრავალშვილიან ოჯახებსაც.
კვიციანის თქმით, აღნიშნული ორგანიზაციის ლობი თავად იქნება. ცენტრის საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება კი ცენტრის ხელმძღვანელობისგანაა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები