სოფიო კილაძე „ასავალ-დასავალს“ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება.
„აი, ეს არის წმინდა წყლის ტყუილი და როდესაც ასეთი ინფორმაცია ვრცელდება ავტორთან გადამოწმების გარეშე, სერიოზული საფუძველი მიჩნდება ვივარაუდო, რომ ეს გაზეთი მიზნად ისახავს ჩემს დისკრედიტაციას. და ეს ბატონი გიორგი გიგაური, რომელიც ასევე სრულად უსაფუძვლოდ რბილად რომ ვთქვათ, ჩემს დისკრედიტაციას ეწევა.
დღეს შემოვიდა ბიუროზე ეს კოდექსი, შესაბამისად, არ უნახავთ პროექტი, ამიტომ, კიდევ ერთი საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ სწორედ სპეციალურად კეთდება ეს ყველაფერი.
ბავშვის კოდექსი სწორედ ეროვნულ მიზნებს ემსახურება.
წარმოგიდგენთ რამდენიმე ამონარიდს ამ კოდექსიდან:
„[კოდექსი მიზნად ისახავს…]
დ) ოჯახის, როგორც საზოგადოების ძირითადი უჯრედის და, განსაკუთრებით, ბავშვების აღზრდისა და კეთილდღეობისათვის მნიშვნელოვანი გარემოცვის დაცვას და მხარდაჭერას.
ე) ბავშვის ორიენტირებას შრომასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე, როგორც საზოგადოების განვითარების აუცილებელ წინაპირობაზე;
ვ) ბავშვის ორიენტირებას მოხალისეობაზე, როგორც სამოქალაქო აქტივობის და სოლიდარული საზოგადოების განვითარების აუცილებელ ელემენტზე;“
იმავდროულად, კოდექსი ხელს უწყობს ბავშვის:
„მისი მშობლიური ენის, მშობლიური ქვეყნის ტრადიციული კულტურული ღირებულებების და განსხვავებული კულტურის და ცივილიზაციების პატივისცემის გრძნობის განვითარებას“.
ამ ყველაფრის შემდეგ რომ კიდევ ასეთს დაწერ, გასაგებია რასთან გვაქვს საქმე“,- წერს სოფო კილაძე.
შეგახსენებთ, რომ გაზეთმა „ასავალ-დასავალმა“ დღვანდელ ნომერში სტატია გამოაქვეყნა სათაურით: „ერო და ბერო ისმინე: საქართველოში ბავშვათა გარყვნას გვიკანონებენ“; „შეაჩერეთ „ბავშვა კოდექსის“ მიღება! ეს „ანტიდისკრიმინაციულ კანონზე“ დიდი სიბილწეა!“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები