საფრანგეთში ქართული მაფიის ორი დაჯგუფება დააკავეს

ფრანგული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთში, რონ ალპის რეგიონში ქართული მაფიის ორი დაჯგუფება დააკავეს.

მედიის ცნობით, ამ საქმის გამოძიებას თითქმის წელიწადნახევარი დასჭირდა. ჟანდარმებმა აღმოაჩინეს ქართული მაფიის მხოლოდ ორი დაჯგუფება, რომლებიც რონ ალპის რეგიონში 2017 წლის სექტემბრიდან მოქმედებენ. ორი ტალღის განმავლობაში 26 ადამიანი დააკავეს.

პირველი დაპატიმრების ტალღა  2018 წლის დეკემბერში იყო და სულ დააკავეს 8 ადამიანი, რომლებიც სავარაუდო დონორები და გადამყიდველები იყვნენ.

ზიანის ოდენობა მინიმუმ 400,000 ევროს შეადგენს. სხვადასხვა ძიების დროს აღმოჩენილია 14 კილოგრამი მოპარული სამკაული, ასევე,  4 ცეცხლსასროლი იარაღი და 7 მანქანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები