დღეს რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებს კანის კიბოს სკრინინგის პროცედურა უფასოდ ჩაუტარდებათ

კამპანია “ევრომელანომას” ფარგლებში, დღეს რუსთაველის გამზირზე, ყველა მოქალაქეს საშუალება მიეცემა, ჯანდაცვის სამინისტროსთვის განკუთვნილ ადგილზე, კანის კიბოს სკრინინგის პროცედურა უფასოდ ჩაიტარონ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კამპანიის მიზანია, კანის სიმსივნის ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა და მოსახლეობის ინფორმირება კანის ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების რისკების, პროფილაქტიკისა და ადრეული ნიშნების შესახებ. კანის კიბოს საწინააღმდეგო საერთაშორისო კამპანია – “ევრომელანომა” ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის ორგანიზებით საქართველოში ყოველწლიურად ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები