ტრამპი – ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმაზე: ომი ამ იერიშებმა დაასრულა

”რამდენიმე წელია, NATO-ს სახელმწიფოების მშპ-ს 5%-მდე გაზრდა ვითხოვთ და ახლა ისინი ამას აპირებენ. ჩვენთან ერთად NATO უფრო ძლიერი გახდება, მე ვაფასებ ამას”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს.

მისივე თქმით, ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშმა ისრაელ-ირანს შორის ომი დაასრულა.

“ომი ამ იერიშებმა დაასრულა. არ მინდა ჰიროსიმასა და ნაგასაკის მაგალითი მოვიყვანო, თუმცა მაშინაც სწორედ დარტყმებმა განახორციელა ომის დასრულება.

ახლა რომ სხვანაირად გვემოქმედა, უფრო გააძლიერებდნენ შეიარაღებას. იქ აღარაფერი არსებობს, ყველაფერი დანგრეულია, ადგილზე ვერავინ შედის, ობიექტს ათი ტონა ბეტონი ადევს, გვირაბები ჩამოინგრა”, – აღნიშნა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები