გია ვოლსკი პოლიტიკიდან წასვლას აანონსებს (ვიდეო)

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი, პოლიტიკიდან მიდის. დეპუტატი ვარაუდობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
ამის შესახებ გია ვოლსკიმ „ობიექტივის“ ეთერში, ბონდო მძინარაშვილის გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა.
„მე აღარ ვიქნები. ალბათ, უკვე, არც მინდა – დავიღალე პოლიტიკით. ბევრი დავაკელი ჩემს ოჯახს, შვილიშვილი იზრდება… ვფიქრობ, რომ ჩემი ცხოვრებით არასდროს მიცხოვრია,  ასე რომმ მე მიმაჩნია, რომ რაღაც უნდა მოხდეს. ბევრი მოვიდეს – თამარ ჩუგოშვილი მომეწონა ძალიან, ერთად ვიყავით ვაშინგტონში, ამ სასამართლოს თემებზე, კარგი გოგოა. საოცარია, როგორ მიჰყავს საუბარი,.თან რა კარგი ინგლისური აქვს, შემშურდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები