თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე, ავტომანქანა მაღაზიას შეეჯახა

თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე მოძრავი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ბორდიულზე ავარდა და მაღაზიას შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მძღოლი შემთხვევის ადგილზე იმყოფება.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125 -ე მუხლის მე-10 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები