გიორგი ტყემალაძე: K2 კოეფიციენტის გადაჭარბების აკრძალვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, K2 კოეფიციენტის გადაჭარბების აკრძალვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც ქალაქის სწორ განვითარებას შეუწყობს ხელს. მისი თქმით, თბილისის მერის ინიციატივით მიღებული გადაწყვეტილება წლების განმავლობაში დედაქალაქში მიმდინარე ქაოტურ მშენებლობებს წერტილს დაუსვამს, რაც თბილისელებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია.
„მე ვფიქრობ, რომ დედაქალაქის მერის მიერ, K2 კოეფიციენტის გადაჭარბების აკრძალვასთან დაკავშირებით დღეს გაკეთებული განცხადება, თბილისსა და აქ მცხოვრებთა ინტერესებთან სრულ თანხვედრაშია. ჩვენი დედაქალაქი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით დადგენილი ძირითადი პარამეტრების შესაბამისად განვითარდება“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანო, პარალელურ რეჟიმში, თბილისის განვითარების გენერალურ გეგმასა და განაშენიანების რეგულირების წესში ცვლილებების განხილვას დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები