რატომ დააკავეს ბოლნისის ყოფილი გამგებელი – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელის გიორგი არევაძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიებით დადგინდა, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა გ. ა.-მ განიზრახა შპს „ხიდისყური“ 2000-ის ყოფილი საიჯარო მისთვის სასურველი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლება. კერძოდ, მისი დავალებით შპს „ხიდისყური“ 2000-ის დირექტორი ჯ. მ. მუნიციპალიტეტს უბრუნებდა იჯარით მიღებულ ნაკვეთებს, შემდეგ კი მიწები სპეციალური აუქციონის საშუალებით სხვისდებოდა.
“ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა გ. ა.-მ განიზრახა შპს „ხიდისყური“ 2000-ის ყოფილი საიჯარო მისთვის სასურველი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლება. კერძოდ, მისი დავალებით შპს „ხიდისყური“ 2000-ის დირექტორი ჯ. მ. მუნიციპალიტეტს უბრუნებდა იჯარით მიღებულ ნაკვეთებს, შემდეგ კი მიწები სპეციალური აუქციონის საშუალებით სხვისდებოდა.
გ. ა.-ს ორგანიზებით, მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების მიზნით, 2006 წლის 28 აპრილს დამზადდა სანოტარო წესით დამოწმებული ფიქტიური მინდობილობები, რომელთა მიხედვით, თითქოს მიწის მესაკუთრეები ნაკვეთების გასხვისების უფლებას ანიჭებდნენ ქ. თბილისში მცხოვრებ პირებს. აღნიშნულ დოკუმენტებზე მინდობილობის გამცემი პირების ხელმოწერები გაყალბებულია.
მთლიანობაში, გ.ა. თაღლითურად დაეუფლა 44,73 ჰა მიწის ნაკვეთს, ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, 102,5 ჰა მიწის ნაკვეთის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა.
გ. ა.-ს მიმართ დევნა საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ს 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ს 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 -დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, -აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები