„საწოლებს გვერდიგვერდ ვდგამთ და ყველა ერთად ვიძინებთ. ერთმანეთს ვეხუტებით, რომ როგორმე გავთბეთ“ – ცინდელიანების ოჯახის აუტანელი ყოფა

ლალა ცინდელიანი, ექვს შვილთან ერთად, ბარაკის ტიპის სახლში ცხოვრობს. მრავალშვილიანი ოჯახი სიცივესა და შიმშილს ერთობლივი ძალისხმევით ებრძვის. ბავშვებს  თბილი ტანსაცმელი არ აქვთ, რის გამოც სკოლას ხშირად აცდენენ.

„ჩვენ არ ვნებდებით, მაგრამ აღარც ბრძოლის ძალა შეგვრჩა. ამ შენობაში ცხოვრება ძალიან საშიშია, თუმცა – სხვა გზა არ გვაქვს. ყოველ საღამოს, ერთმანეთის გვერდით დავდგამთ საწოლებს, ყველა ერთად ვიძინებთ, ერთმანეთს ვეხუტებით, რომ როგორმე ერთმანეთი გავათბოთ. მართალია, სახლში გვაქვს შეშის ღუმელი, მაგრამ ცეცხლი რაღაცით ხომ უნდა დავანთო? შეშის ყიდვის საშუალება მე არ გამაჩნია“, – ამბობს აფხაზეთიდან დევნილი, ლალა ცინდელიანი.

“ჩერნოვეცკის” ფონდის წარმომადგენელი ლალა ცინდელიანს ესაუბრა:

– რა დაემართა თქვენს მეუღლეს?

ლალა: ჩემი ქმარი ბრწყინვალე ადამიანი იყო. მას ძალიან უყვარდა ოჯახი… სამწუხაროდ, ორი წლის წინ,  ის უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მის ადგილსამყოფელს ვერც ადგილობრივმა პოლიციამ მიაგნო და ვერც – ინტერპოლმა.

– დახმარებისთვის სახელმწიფო ორგანოებისთვის თუ მიგიმართავთ?

ლალა: დიახ, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს. აფხაზეთის ომის შემდეგ, დმანისის მუნიციპალიტეტს მიგვამაგრეს. შემდეგ, სახლის მფლობელები, სადაც ჩვენ ვიყავით მიწერილნი, დაიღუპნენ. ვეღარაფრით ამოვეწერეთ. ამის გამო, თბილისის მერია უარს გვეუბნება დახმარებაზე. იმასაც კი ვერ მივაღწიე, რომ უფასო სასადილოში ვიაროთ.

– რა სჭირდება თქვენს შვილებს ყველაზე მეტად?

ლალა: ტანსაცმელი,  ფეხსაცმელი… ოჯახში, თითქმის, არ გვაქვს ავეჯი. უფროს ბავშვებს იატაკზე სძინავთ… შესაბამისად, გვჭირდება საწოლებიც. შეშის საყიდელი ფული არ გვაქვს. გვჭირდება ელექტროღუმელი, რომ არ ვიყოთ დამოკიდებულები შეშაზე. გვჭირდება მაცივარი…

გადარჩენისთვის ცინდელიანების ოჯახს დახმარება და ჩვენი თანადგომა ესაჭიროება.

თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშებზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ცინდელიანის ოჯახი) ან პირდაპირ ფონდის ვებ–გვერდიდან:

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები