ნინო წილოსანი ქობულიას: პროფესიული გადამზადების პროგრამა დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა რეალური შედეგები არ ჩანს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, გიორგი ქობულიას არაკვალიფიცურ კადრებსა და პროფესიული გადამზადების ხარვეზებზე კითხვები დაუსვა.

მისი თქმით, პროფესიული გადამზადების პროგრამა დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა რეალური შედეგები არ ჩანს. რაზეც გიორგი ქობულიამ უპასუხა, რომ მასშტაბის გასაზრდელად მეტი მუშაობაა საჭირო.

“პროფესიონალური განათლების თვალსაზრისით,  ჩვენ ვიმყოფებით ძალიან მჭიდრო თანამშრომლობაში განათლების სამინისტროსთან. გადამზადება რაღაც მასშტაბით ყოველთვის იყო, მაგრამ, ჩვენ გვინდა არა 100 ადამიანის, არამედ 1000-მდე კაცის გადამზადება, რომ რეალური შედეგი მივიღოთ“,- განაცხადა ქობულიამ.

ნინოს წილოსანის თქმით, საჭიროა პასუხისმგებლობის გაზრდა.

,,კონკრეტული შედეგები არ ჩანს და უნდა გაიზარდოს პასუხისმგებლობა იმ პირების მიმართ, ვისაც ეს სფერო აბარია და რეალურად საქმიანობას თავს ვერ ართმევს,“- აღნიშნა წილოსანმა.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე,  2019 წელს სამინისტროს სამოქმედო გეგმა  წარადგინა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები