ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილეს, ელიზაბეთ რუდს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილეს, ელიზაბეთ რუდს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითადი მიმართულება განიხილეს და დაადასტურეს არსებულ ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა, მათ შორის, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სამუშაო ჯგუფების ფარგლებში.

საუბარი ასევე სეეხო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ყურადღება გამახვილდა ნატო-ს ჩართულობაზე შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები