ლუქსემბურგში, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებმა სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ კაცია და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი შენგელია, ლუქსემბურგში, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.
2019 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდს, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, დაგეგმილი აქვს ტურისტული და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ასევე – ქვეყნის მასშტაბით, ბაღების მშენებლობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები