ზაზა სარალიძე, ადვოკატთან ერთად, შალვა თადუმაძეს ხვდება

ამ წუთებში, ზაზა სარალიძე, ადვოკატთან ერთად, გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს ხვდება.
არსებული ინფორმაციით, ამავე შეხვედრას დაესწრებიან ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის, ე.წ. მოზარდების საქმის პროკურორები.
„მაქვს ლოგიკური კითხვები. გარდა ამისა, გუშინდელი პროცესიდან გამომდინარე, ჩემს კითხვებს კიდევ დაემატა გარკვეული საკითხები. დღევანდელ შეხვედრას უნდა დაესწრონ ის პროკურორები, რომლებსაც საქმე სააპელაციო სასამართლოში აქვთ წარდგენილი და კონკრეტულად ამ კითხვებზე უნდა მივიღო დღეს პასუხი“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
გარდაცვლილი დავით სარალიძის მამისა და გენერალურ პროკუროს შეხვედრა წინა კვირას, 6 თებერვალს დაიგეგმა. ჯერ კიდევ მაშინ, ზაზა სარალიძე აცხადებდა, რომ პროკურორები გენერალურ პროკურორს არასწორ ინფორმაციას აწვდიან: „შთაბეჭდილება შემექმნა, რომ გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს, ჩემ შესახებ პროკურორები არასწორ ინფორმაციას აწვდიან. მხედველობაში მყავს ის პროკურორები, რომლებიც თავიდანვე იყვნენ ჩართულები საქმის გაყალბებაში“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ 6 თებერვალს პროკურატურის შენობასთან გამართულ აქციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები