“ID ბარათებით მიმოსვლის შესახებ გაფორმებული შეთანხმება ხაზს უსვამს საქართველო-უკრაინას შორის სტრატეგიულ ურთიერთობას”

„ID ბარათებით მიმოსვლის შესახებ გაფორმებული შეთანხმება, კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს იმ მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობას, რაც ჩამოყალიბდა საქართველოსა და უკრაინას შორის“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, აღნიშნულ საკითხზე უკრაინელ კოლეგებთან ერთად მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ID ბარათებით მიმოსვლა 2019 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდება.
„დარწმუნებული ვარ, ID ბარათებით გამარტივებული მიმოსვლა ხელს შეუწყობს ჩვენს ხალხებს შორის კავშირის განმტკიცებას, ბიზნესკონტაქტების გაღრმავებასა და, ორივე მიმართულებით, ტურისტული ნაკადის ზრდას”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები