მამუკა ბახტაძე: ბათუმთან არსებულ დასახლებაში, ე.წ მუყაოს ქალაქში მცხოვრები 1700 ოჯახისთვის, ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება

„ბათუმთან არსებულ დასახლებაში, ე.წ მუყაოს ქალაქში მცხოვრები 1700 ოჯახისთვის, ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახები, ისე – ეკომიგრანტები, მათ შორის  -ზემო აჭარიდან.
„ეს ხალხი იქ უკიდურესად მძიმე, ხშირ შემთხვევაში, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ პირობებში ცხოვრობს. ამიტომ ჩვენ, აჭარის მთავრობასთან ერთად, მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და 1700-ზე მეტი ოჯახისთვის აშენდება ახალი საცხოვრებელი კომპლექსი. მნიშვნელოვანია, რომ მათ, იმავე ტერიტორიაზე, ექნებათ საკუთარი ბინები”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები