გარემოს სააგენტო ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას, საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე, ისევ აგრძელებს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად, ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდისა (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.
მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა 4 თებერვალს ქ. ქუთაისში 1.4-ჯერ, ხოლო ბათუმში 1.3-ჯერ, ხოლო ვაშლიჯვარში- უმნიშვნელოდ. 5 თებერვალს-თბილისში წერეთლის გამზირზე, ვარკეთილში და ქუთაისში – 1.1-ჯერ, ქ.რუსთავში 1.7-ჯერ, ხოლო ვაშლიჯვარში -1.3-ჯერ. 6 თებერვალს თბილისის ოთხივე ავტომატურ სადგურზე: კერძოდ, წერეთლის გამზირსა და ვაშლიჯვარში – 1.8-ჯერ, ყაზბეგის ბამზირზე 1.2-ჯერ, ვარკეთილში 1.6-ჯერ, ქ.რუსთავში 2.4-ჯერ და ქ.ბათუმში 1.3-ჯერ. 7და 8 თებერვალს სინოპტიკური სიტუაციის შედეგად – საქართველოს ტერიტორიაზე უდაბნოს მტვრის გავრცელების გამო ზოგიერთ ქალაქში დაფიქსირდა მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება: 7 თებერვალს თბილისში წერეთლის გამზირზე 1.8-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე 1.6-ჯერ, ვარკეთილში 1.2-ჯერ, ვაშლიჯვარში 1.9-ჯერ, ქ.რუსთავში 2.6-ჯერ, ხოლო ქ.ქუთაისში 2.4-ჯერ. 8 თებერვალს წერეთლის გამზირზე 1.9-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე 1.6-ჯერ, ვარკეთილში 1.5-ჯერ, ვაშლიჯვარში 2-ჯერ, ქ.რუსთავში 2.6-ჯერ, ხოლო ქ.ქუთაისში 1.8-ჯერ. 9 და 10 თებერვალს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.
მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ, ყაზბეგის გამზირზსა და ქ.ბათუმში 1.1-ჯერ, ხოლო ქ.ქუთაისში – უმნიშვნელოდ. ამ დღეების განმავლობაში, ასევე, ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში –  წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ და ბათუმში – აბუსერიძის ქუჩაზე 1.6-ჯერ.
ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად, გასულ კვირას, ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: დიღმის მასივი, მე-6 კვარტალი, N11 საბავშვო ბაგა-ბაღთან. დიღმის მასივი, მე-5 კვარტალი, სპორტულ მოედანთან, დიღმის მასივი, მე-5 კვარტალი, ,,მწვანე სკოლასთან“, დიდი დიღომი, პეტრიწის ქ.N6, N186 საჯარო სკოლასთან. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში, ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში, ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.
გარემოს ეროვნული სააგენტო, ყოველწლიურად, ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ მონაცემებს აქვეყნებს სამინისტროს პორტალზე www.air.gov.ge. ასევე, ყოველკვირეულად, შესაძლებელია, საზოგადოება გაეცნოს ინფორმაციას, გასული კვირის განმავლობაში, საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ.
დაწერეთ შეტყობინება…

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები