კარბამიდის ტერმინალები მსოფლიოს სხვადასხვა ტურისტული ქალაქიდან

ბოლო პერიოდის განმავლობაში, ბათუმის პორტში, კარბამიდის ტერმინალის მშენებლობას საზოგადოების მცირე ნაწილის ვნებათაღელვა მოჰყვა. ისინი აცხადებენ, რომ ტურისტულ ქალაქში არ შეიძლება, არსებობდეს მსგავსი ტერმინალი, რადგან ის გარემოს საფრთხეს უქმნის .

„აცენტმა“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არამხოლოდ კარბამიდის, არამედ – მულტიფუნქციური ტერმინალების შესახებ ინფორმაცია მოიძია, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, ტურისტული ქალაქების პორტებში მუშაობს.
ასე, მაგალითად, ტერმინალი OBA ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამის პორტშია განთავსებული.

ტერმინალი „OBA“ – ამსტერდამის პორტი

„OBA“ მშრალი და ნაყარი ტვირთების შენახვა/გადაზიდვა/დამუშავებაზე სპეციალიზდება. იგი აღჭურვილია მაღალი სტანდარების მქონე როგორც ღია, ისე – დახურული შენობებით. ტერმინალი თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი, რათა მუდმივად აკონტროლოს გარემოზე ზეგავლენის ნიშნულები.

ტერმინალი „EMO“ – როტერდამის პორტი

ნიდერლანდების ქალაქ როტერდამის პორტში მდებარეობს ტერმინალი „EMO“, რომელიც ევროპაში  ყველაზე დიდი მშრალი ტვირთების გადამტანი ერთ-ერთი ტერმინალია. მშრალი ტვირთების, თითქმის, 80% ევროპაში სწორედ ამ ტერმინალის გავლით ხვდება.

„EMO” მოწოდებულია, შეინარჩუნოს გარემოს დაცვის, ჯანმრთელობის, ხარისხისა და უსაფრთხოების კუთხით მოპოვებული სერთიფიკატები. გარდა ამისა, „EMO“ არის „Bettercoal Bettercoal“- ის ასოცირებული წევრი, რომელიც საქმიანობის გამჭვირვალედ წარმოებას, გარემოსდაცვითი და სოციალური საქმიანობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

„HES Botlek Tank“ ტერმინალი (HBTT ) – როტერდამის პორტი

„HBTT“ ნიდერლანდებში, ქალაქ როტერდამის პორტში მდებარეობს. ტერმინალი აღჭურვილია ისეთი ნაგებობებით, სადაც ხდება თხევადი ტვირთების შენახვა. გარდა ამისა, ტერმინალიდან ხორციელდება თხევადი ტვირთების ტრანსპორტირება. „HBTT” გარემოს დაცვის კუთხით მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე უსაფრთხო ტერმინალადაა მიჩნეული. ეს არის პირველი ტერმინალი ნიდერლანდებში, რომელიც „ISO 28001“ სერთიფიცატის მფლობელია. როგორც ტერმინალის ადმინისტრაციაში აცხადებენ, უსაფრთხოების მართვის სისტემა „NTA 8620“-ის სტანდარტების შესაბამისია და უსაფრთხოებაზე ზრუნვა – მუდმივი პროცესი.

„HES Dillingen Bulk“ ტერმინალი (HDBT) – გერმანია

ნაყარი ტვირთების ერთ–ერთი ყველაზე დიდი „HES Dillingen Bulk“ ტერმინალი გერმანიის დილინგელის რაიონში, მდინარე საარის გასწვრივ მდებარეობს. იგი სხვადასხვა ნაყარი ტვირთის შენახვაზე სპეციალიზდება. „HDBT“ ემსახურება როგორც ადგილობრივ, ასევე – საერთაშორისო მწარმოებლებს. ტერმინალი მოიცავს საკმაოდ დიდ ტერიტორიას, რომელზეც დახურული ტიპის ნაგებობებია განთავსებული. რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს – ამ კუთხით, „HDBT“ თანამედროვე სტანდარტების ტექნიკითაა აღჭურვილი.

„HES Gdynia Bulk“ ტერმინალი (HGBT) – პოლონეთი

„HGBT“ პოლონეთის ერთ–ერთი ყველაზე დიდი პორტის, გდინიას მთავარ შესასვლელში მდებარეობს. იგი მშრალი და თხევადი ტვირთების ტრანსპორტირებაზე სპეციალიზდება.

სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლის საშუალებით, ტერმინალის გავლით ხდება როგორც მშრალი, ისე – თხევადი ტვირთების ტრანსპორტირება. რაც შეეხება უსაფრთხოების ზომების დაცვას: ტერმინალი „ISO“–ს, „OHSAS“–ისა და „GMP+“–ს სერტიფიკატების მფლობელია. როგორც ტერმინალის ადმინისტრაციაში აცხადებენ, გარემოს დაცვის კუთხით, მთავარი გამოწვევა ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაა. „HGBT“ აღჭურვილია თანამედროვე სისტემებით, რათა თავიდან იქნას აცილებული ჰაერის დაბინძურება.

წყარო:http://www.accentnews.ge/ge/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები