თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება, დროებით, შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს, ელექტრომომარაგება, დროებით, შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გალაკტიონ ტაბიძის, დადიანის, ასათიანის, ლერმონტოვის, ბეთლემის, ლორთქიფანიძისა და მაჩაბელის ქუჩების მცხოვრებლებს;
ვაკის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის, ყიფშიძის, მიხეილ თამარაშვილის, იმედაძის, ირაკლი უჩანეიშვილის, არაყიშვილის, ფალიაშვილის, ირაკლი აბაშიძისა და რამიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), შანიძის, ღამბაშიძის, შარაშიძის, კერესელიძის, ერეკლე ტატიშვილის, გოგებაშვილის, გუნიას, თარხნიშვილის, კოსტავას, ქუჩიშვილის, გალის, როდენის, ჯანაშიას, ვარაზისხევის, ვერიკო ანჯაფარიძის, ბარნოვის, თერგის, ყაზბეგის, იაკობ ნიკოლაძის, მელიქიშვილის, ბელინსკის, პეტრიაშვილის, მილორავას, ალექსი მაჭავარიანის, სოფიკო ჭიაურელის, გუდაურის, შიო მღვიმელის, თუმანიშვილის, ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას, კოტე მახარაძის, ზანდუკელის, ჭოველიძის, ბაშალეიშვილისა და ანანურის ქუჩების მცხოვრებლებს;
სამგორის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ორხევის, მუხაძის და ახვლედიანის ქუჩების მცხოვრებლებს;
ჩუღურეთის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), სურამის, ნინოშვილის, წინამძღვრიშვილის და ფოცხვერაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მერაბ ალექსიძის, ანდრია აფაქიძის და ბიძინა კვერნაძის ქუჩების მცხოვრებლებს;
გლდანის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, VI მიკრორაიონების, მიქატაძის და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს;
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები