72 წლის შოთა კოჭლამაზაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა – მას საზოგადოების დახმარება სჭირდება

72 წლის შოთა კოჭლამაზაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რამდენიმე წლის წინ, გაუარესდა. მას შაქრიანი დიაბეტი, ქრონიკული სისუსტე, ბრონქიტი და პოდაგრა აწუხებს. როგორც “კვირას” “ჩერნოვეცკის ფონდიდან” აცნობეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა.
ახალგაზრდობაში სუსტი ფილტვები ჰქონდა. სერიოზული პრობლემები ნესტიან და ცივ ოთახში ხანგრძლივად მუშაობის გამო დაეწყო. ოჯახის სარჩენად, შოთამ სარდაფში შუშის ტარის მიმღები პუნქტი გახსნა და მთელს დღეს იქ ატარებდა. ამჟამად, ის საწოლს არის მიჯაჭვული. მას მეუღლე ნანული უვლის.
– ქალბატონო ნანული, ვიცით, რომ თქვენც ცუდად გრძნობთ თავს. როგორ ახერხებთ მწოლიარე მეუღლის მოვლას?
-მე მხოლოდ დიდი სიყვარული მავსებს. ჩვენ ძალიან მეგობრული ოჯახი გვაქვს. სამწუხაროდ, ჩვენი ორი გოგო შორს ცხოვრობს: ერთი თელავშია, ხოლო მეორე – რუსთავში. მატერიალურად ვერ გვეხმარებიან, რადგან უმუშევრები არიან და შემოსავალი არ გააჩნიათ.
-როგორია, ამ მომენტისთვის, თქვენი მეუღლის მდგომარეობა?
-შოთას მდგომარეობა, პერიოდულად, უარესდება. მას სახსრების ძლიერი ტკივილები და ჰაერის უკმარისობა აწუხებს. ხანდახან, სასწრაფო დახმარების ბრიგადას დღეში ორჯერ ვიძახებთ. მოვახერხეთ ჟანგბადის კონდენსატორის ყიდვა და, ამ აპარატის წყალობით, შემცირდა ჰაერის უკმარისობა. მე, ღამით, ძალიან ცოტა ხანს მძინავს – ვაკონტროლებ ქმრის სუნთქვას. ბოლო დროს, მე ხერხემალზე სერიოზული პრობლემები აღმომაჩნდა.
– რა არის თქვენი შემოსავალი?
-ჩემს მეუღლეს წამლები სჭირდება, ხოლო ამისათვის პენსია და სოციალური დახმარება საკმარისი არ არის. ეს ფული კვებისა და კომუნალური გადასახადებისთვის არ გვყოფნის. კვებასთან დაკავშირებით, სხვა პრობლემაც არის. შაქრიანი დიაბეტის გამო, შოთას ყველაფრის ჭამა არ შეუძლია. ხოლო სპეციალურ საკვებს ვერ ვყიდულობთ.
მეგობრებო, ამ მოსიყვარულე ცოლ-ქმარს ჩვენი ყურადღება და დახმარება ესაჭიროება!
თუ თქვენ გაქვთ ფინანსური დახმარების შესაძლებლობა, გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე
GE15TB7194336080100003, ან GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: შოთა კოჭლამაზაშვილი),
ან პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/416-ishvile/?fbclid=IwAR0tUmynxjYxmHjD3ON2bEHKbGmC2LOWdBcsaxxKn0MZNRar8sQZTK_6Ya4

(R)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები