ანა აბაშიძე: ინიციატივები, რომლებიც ბოლო წლებში ჩვენ გვესმის შინაგან საქმეთა სამინისტროდან, პროგრესულია

ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელმა, ანა აბაშიძემ,  ბავშვთა მიმართ ძალადობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალოვანი უწყება აღიარებს პრობლემას და ეს არის სწორი.

“ძალოვანი უწყება აღიარებს პრობლემას და ეს არის სწორი. ინიციატივები, რომლებიც ბოლო წლებში ჩვენ გვესმის შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ობიექტურები რომ ვიყოთ, საგამონაკლისოდ პროგრესულია. ეს რა თქმა უნდა იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც იქ მუშაობენ. განსაკუთრებით გავუსვამდი ხაზს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს. ისინი აღიარებენ პრობლემებს, პროაქტიულები არიან – ანუ ისინი არ ელოდებიან ჩვენგან კრიტიკას, რომ მერე რაღაც გააკეთონ- ეს ძალიან მნიშვნელოვანია – მოდიან თანამშრომლობაზე და ჩვენ ვთანამშრომლობთ საკმაოდ ახლოს, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიშურებთ კრიტიკას. რაც შეეხება სხვა უწყებებს – სულ დუმილში არიან” – განაცხადა ანა აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები