13 თებერვალს ვახუშტის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 თებერვალს ვახუშტის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 14:00 საათიდან 15:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნითა და სამუშაოების სირთულის გათვალისწინებით შეიზღუდება.

„დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან ვახუშტის ხიდის გავლით, სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები