ჩიქოვანის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია

თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი ლოკალიზებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცეცხლი კერძო საცხოვრებელი სახლის სახურავს გაუჩნდა. დამწვარია 50 კვ.მ. ფართობი. ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები