სიმონ ჩიქოვანის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში, ხანძარი გაჩნდა

თბილისში, სიმონ ჩიქოვანის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში, ხანძარი გაჩნდა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის, ხანძარი ლოკალიზებულია.
მათივე ცნობით, ცეცხლი კერძო საცხოვრებელი სახლის სახურავს გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 50 კვ.მ. ფართობი.
ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები