გია ვოლსკი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების საკითხზე: ნამდვილად უნდა გადაწყდეს უმრავლესობაში, ან კომიტეტზე, ან საპარლამენტო დებატების დროს

“როდესაც საკანონმდებლო ინიციატივებზე ვსაუბრობთ, გარკვეულ მედიასაშუალებებს, წესად აქვს ქცეული, რომ ამ საკითხის პერსონალიზაცია მოახდინოს”, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, დეპუტატ ეკა ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა რომელიც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებას გულისხმობს.
ვოლსკის თქმით, საკითხი უნდა გადაწყდეს უმრავლესობაში, ან კომიტეტზე, ან საპარლამენტო დებატების დროს: “სამწუხაროდ, სცოდავენ უმრავლესობის დღევანდელი წარმომადგენლები ერთი თუ მეორე მხრიდან, როდესაც კონკრეტული პერსონების დაპირისპირება მიმდინარეობს ღია ეთერში. საკმაოდ საინტერესო საკითხია და საინტერესო პოზიცია აქვს იმ ხალხს, ვინც მიიჩნევს, რომ ეს საკანონმდებლო ინიციატივა არ შეესაბამება კონსტიტუციურ ნორმებს. თუმცა, მათი მოსაზრებაც საინტერესოა, ვინც განსხვავებულად ფიქრობს. ეს საკითხი ნამდვილად უნდა გადაწყდეს უმრავლესობაში, ან კომიტეტზე, ან საპარლამენტო დებატების დროს. როგორ აისახება ეს, შემდგომ, გუნდის ერთობაზე, უკვე კონკრეტულ პიროვნებებზეა დამოკიდებული”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები