სვანეთში, შხარასთან, სნოუბორდით სრიალის დროს, მოზარდი დაშავდა (ვიდეო)

სვანეთში, მესტიაში, სოფელ ბეჩოში, სნოუბორდით სრიალის დროს, 17 წლის მოზარდი დაშავდა და გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა დაშავებული მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათივე ინფორმაციით, სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები