დაპირისპირება თბილისის საკრებულოში-„შენ ხარ თავხედი“

0

„შენ ხარ თავხედი“ – ასე მიმართა თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა, რევაზ სოხაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლევან ხაბეიშვილს.
დაპირისპირებამდე, ლევან ხაბეიშვილმა სხდომაზე სამი საკითხი დააყენა, რის შემდეგაც მას საკრებულოს ურბანული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ ერთ-ერთ თემაზე უპასუხა.
როგორც სოხაძემ განმარტა, სამგორში, ე.წ. ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას, საზოგადოებრივი ზონის სტატუსი შეეცვლება – მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები აშენდება; შედეგად კი, მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდება. სწორედ ამის შემდეგ, საკრებულოს წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა: „შენ ხარ თავხედი. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი თავხედი კოლეგა გვყავს საკრებულოში. ოპონენტები არაკვალიფიციურები არიან. ამოიღებენ ფოტოებს და იმაზე საუბრობენ”, – განაცხადა სოხაძემ.
საკრებულოს წევრებს შორის მომხდარ დაპირისპირებაში ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბექა დავითულიანიც ჩაერთო, რის შედეგადაც სიტუაცია უფრო გამწვავდა. სხდომაზე უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ სარკაზმულად იხუმრა: „ლევან ხაბეიშვილი, ვირტუალურ მთავრობაში, გენერალური პროკურორის თანამდებობაზეა წარდგენილი“.

კომენტარები

კომენტარი