შსს-ში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი შეიქმნა

შინაგან საქმეთა სამინისტროში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი შეიქმნა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ, სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:
„ძალადობის მსხვერპლი ბავშვების გამეორებითი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი. კოორდინატორები პრიორიტეტულად იმუშავებენ ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვნებთან და მათ მშობლებთან, გაუწევენ მათ პირველად ფსიქოლოგიურ დახმარებას, შესთავაზებენ საჭირო სერვისებს და უზრუნველყოფენ მათ მხარდაჭერას გამოძიების მიმდინარეობისას“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები