ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლაში მშობლის პროფესიული სემინარი ჩატარდა

11 თებერვალს, ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლის ორგანიზებით,  მშობლის პროფესიული სემინარი ჩატარდა თემაზე  “მოზარდი და სტომატოლოგია”.  მშობელთა კლუბის ფარგლებში, სკოლის ეგიდით მიმდინარე სემინარზე, მოწვეული იყო მე-4 კლასის (მარიამ ვეფხვაძის) მშობელი, სტომატოლოგი სოფო მექვაბიშვილი.
სემინარის ფარგლებში, განიხილებოდა შემდეგი თემები:
1. ყბა-კბილთა როლი (ვიზუალი და ჯანმრთელობა);
2. კარიესი და მისი გამომწვევი მიზეზები;
3. სწორი ჰიგიენა;
4. ჰიგიენისთვის საჭირო საშუალებები;
5. ფტორის და კალციუმის როლი;
6. სარძევე და მუდმივი კბილები;
7. სტომატოლოგთან ვიზიტის აუცილებლობა;
8. ჯაგრისისა და კბილის პასტის შერჩევა.
შეგახსენებთ, რომ პროექტი “მშობლის პროფესიული სემინარი” სკოლის ინიციატივით ა.წ. იანვრის თვეში შეიქმნა და მისი გახორციელება ყოველ თვეში ერთხელ დაიგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები