გიორხელიძე „ქართულ ოცნებაზე“ – “ჩვეულებრივი რამაა ის, რაც ახლა ხდება -ხელოვნურად შეკრებილი გუნდი იშლება”

“ჩვეულებრივი რამაა ის, რაც ახლა ხდება – ხელოვნურად შეკრებილი გუნდი იშლება”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა დემურ გიორხელიძემ, მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
დემურ გიორხელიძე სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ პროცესებსაც გამოეხმაურა:
„ხელისუფლების ერთი შტო, აღმასრულებელი ხელისუფლება (მათ შორის – საკანონმდებლო), სარგებლობდა სასამრთლოს მომსახურებით და ეს იყო მოსამართლეთა აქტიური ინიციატვით და არა – ზეწოლით. ხელი ხელს ბანსო – ამ პრინციპით საქმიანობდნენ. ახლა პრობლემა სხვა რამეა. საქმე ისაა, რომ მოსამართლეთა ჯგუფში არსებობს გარკვეული კლანი, რომელიც ამ სასამართლო სისტემაში გავლენიანია –  ფაქტობრივად, საკუთარი ინტერესების ფარგლებში მოქმედებს. ჩვენ ეს ყველაფერი წარმოგვიდგინეს, როგორც მთლიანობაში სასამართლო ხელისუფლების პრობლემა. არანაირი პრობლემა არის, გარდა იმისა, რომ ქვეყანა დაულაგებელია, ინსტიტუტები არასწორად მუშაობს. ეს არის ქართული სასამართლოს უბედურება, რომელიც დღეს ქვეყნის განვითარებას სერიოზულ ზიანს აყენებს. რაღაც ჯგუფი აქტიურობს, რომელიც უბედურებაშია გახვეული წინა ხელისუფლებასთან – ამ ხელისუფლებაშიც, მათ ჰყავთ მხარდამჭრები და დღეს ეს აშკარად გამოჩნდა. ფაქტობრივად, დღეს საუბარია არა იმაზე, რომ სასამრთლო დალაგდეს, არამედ – ეს გახდა საბაბი „ ქართული ოცნების“ შიგნით წინააღმდეგობების გაძლიერებისა.
სიმართლე გითხრათ, რაღაც განსაკუთრებული არაფერი ხდება. ჩვეულებრივი რამაა ის, რაც ახლა ხდება – ხელოვნურად შეკრებილი გუნდი იშლება. რა თქმა უნდა, ასეთი ხელოვნური ჯგუფი ვერ იქნება ერთად. რა პოლიტიკური პერსპექტივა აქვს თითოეულ ჯგუფს? თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, მე ვერ ვხედავ „ოცნებაში“ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც დღეგრძელი პოლიტიკური სიცოცხლე შეიძლება, ჰქონდეს. იმიტომ კი არა, რომ ცუდი ადამიანები არიან – იმიტომ, რომ არცერთი არის პოლიტიკური ფიგურა, პოლიტიკური აზროვნების მქონე ადამიანი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ერთი პიროვნების მეშვეობით აღმოჩნდნენ სახელმწიფოს სათავეში“, – განაცხადა გიორხელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები