ეკა ბესელია – “ვანო ზარდიაშვილის სახელი და გვარი არ მაინტერესებს”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია, დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფილიალი არ უნდა გახდეს:
„ამის მცდელობა იყო, რის წინააღმდეგაც გამოვედი თავის დროზე. ეს რომ არ მომხდარიყო, ყველაფერი გავაკეთე. ეს მცდელობა გარკვეული პირების მხრიდან იყო. ყველა თავის თავს ამჟღავნებს. კომიტეტს საპარლამენტო საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი და ფუნქცია აქვს – მათ შორის, წამყვანი იქნება მოსამართლეთა შერჩევის პროცესში. ეს არის პირველი ეტაპის საკითხი. მინდა, ვისურვო და ყველაფერს გავაკეთებ, რომ კომიტეტი იმ სტანდარტების ერთგული დარჩეს, რომლებიც სამართლიანობას, კანონის პატივისცემასა და კონსტიტუციურ ნდობას მოემსახურება. ვანო ზარდიაშვილის სახელი და გვარი არ მაინტერესებს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები