“უნდა შეიქმნას შესაბამის პირთა ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტული კანდიდატების შესახებ საკითხების მომზადებას”

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესახებ საკითხების მოსამზადებლად უნდა შეიქმნას შესაბამის პირთა ჯგუფი.
მისივე თქმით, ისინი უზრუნველყოფენ იმას, რომ ამ პროცესის მიმართ მაქსიმალური სანდოობა იყოს.
„რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებულ პროცედურებს – მოგეხსენებათ, ამ საკითხზე ჯგუფი პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით მუშაობს. იურიდიულ კომიტეტთან დაკავშირებით კი გეტყვით, რომ, სამუშაო ჯგუფი იქნება ეს თუ რას დავარქმევთ, ამაზე შევთანხმდებით. თუმცა, უნდა შეიქმნას შესაბამის პირთა ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტული კანდიდატების შესახებ საკითხების მომზადებას. რაც მთავარია, კონკრეტული კანდიდატები ინდივიდუალურად წარდგებიან კომიტეტის წინაშე. ეს უნდა იყოს გამჭვირვალე პროცესი, რომლის მიმართ მაქსიმალური სანდოობა იქნება. ჩვენ ამას უზრუნველვყობთ. ვიმსჯელებთ, როგორი ფორმით მოხდება, კონკრეტულად, ამ ჯგუფის შექმნა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები